რკინიგზის ეფექტურობის ინდექსში აზერბაიჯანი მე-11, ხოლო საქართველო 43 -ე ადგილზეა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის თანახმად, რკინიგზის ეფექტურობის ინდექსში აზერბაიჯანმა მსოფლიოს 141 ქვეყანას შორის მე -11 ადგილი დაიკავა. 70,8 ბალით დსთ-ს ქვეყნებს შორის აზერბაიჯანი პირველ ადგილზეა.

რაც შეეხება საქართველოს, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის თანახმად, საქართველომ 48,9 ბალი დააგროვა და ამ მაჩვენებლით ის 43-ე ადგილზეა. რუსეთმა რეიტინგში 64,6 ბალი დააგროვა და ამ მაჩვენებლით ის მე -17 ადგილზეა. საქართველოს კიდევ ერთი მეზობელი სომხეთი 35,1 ბალით რეიტინგში 67-ე ადგილზეა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგში 96 ბალით პირველ ადგილზე იაპონიაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები