“იქიდანვე კეთდებოდა საქმე უთქმელად“ – რას იხსენებს წყალტუბოს მკვიდრი ბიძინა ივანიშვილის მიერ 90-იან წლებში განხორციელებულ ქველმოქმედებაზე(ვიდეო)

წყალტუბოში ინვესტიციასა და ქველმოქმედებას ბიძინა ივანიშვილი 90-იან წლებშიც ახორციელებდა. ამის შესახებ წყალტუბოს მკვიდრი ჯემალ ფანცხავა “იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

ფანცხავა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის “საკავშირო თავდაცვის სანატორიუმის“ გადაცემის პროცესს იხსენებს.

“ყოფილი საკავშირო თავდაცვის სანატორიუმი ახალი გადაცემული იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის, იმ პერიოდში ძალიან ჭირდა სახურავის შეკეთება. მაშინ თავდაცვის სამინისტროს მივმართეთ. ისე მოხდა, რომ ბატონი ბიძინა თავდაცვის ახლად შექმნილ სამინისტროს ეხმარებოდა ტექნიკით და სხვადასხვა ობიექტების სახურავის მასალით, მათ შორის მოხვდა წყალტუბოს თავდაცვის სანატორიუმის გადახურვის სამუშაოები. ეს იმ დროს, როდესაც ბატონი ბიძინა პოლიტიკაში საერთოდ არ იყო და იქიდანვე კეთდებოდა საქმე უთქმელად და გამოუქვეყნებლად“, – ამბობს ჯემალ ფანცხავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები