ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

0

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ფატი ფურცხვანიძემ, სრულად დააკმაყოფილა პროკურორ მირანდა წერეთლის შუამდგომლობა და ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი კაკულიას, ასევე მასთან ერთად დაკავებულ ფოთის მერიიის მაღალჩინოსნებს – ზურაბ ყურუას, ნიკოლოზ გრიგოლიას და ლევან ჩოჩიას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
როგორც, ირაკლი კაკულიას უფლებადამცველი, ედიშერ ქარჩავა განმარტავს, კაკულიას დაკავება ემსახურება “ქართულ ოცნებაში” კონკრეტული პირის, ან ცალკეული ჯგუფის ინრტერესებს.
“ეს თამაში, რაც წამოიწყეს წინასაარჩევნოდ, უნდათ რომ პოლიტიკური ველი გაისუფთაონ, თუნდაც საპარლამენტო თვალსაზრისით, სიაში მოხვედრით, მონოპოლიზაციის თვალსაზრისით სამეგრელოში, რაშიც ირაკლი კაკულიას ხელი არც შეუშლია”, – აღნიშნა ედიშერ ქარჩავამ.

აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში ბრალდებამ კიდევ 7 პირი გამოავლინა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. გიორგი ჟვანიას, ზურაბ ჯამბურიას, თეიმურაზ ლატარიას, რაინდი შეროზიას, გურამ ონიანს, ჯაბა არდიასა და გივი ბადაშვილს სასჯელის ზომად გირაო შეეფარდათ.

ბრალდების მხარის მტკიცებით, ყველა ბრალდებული ჩართული იყო კორუფციულ გარიგების სქემაში, რომლის შედეგადაც ,ორი კომპანიის წარმომადგენელმა, ვისთანაც გაფორმდა ხელშეკრულება და აწარმოებდნენ რეკონსტრუქციის სამუშაოებს, ჯამში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მიიღო.
საქმის წინასასამართლო განხილვა 26 დეკემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.
ირაკლი კაკულია და მასთან ერთად მოქმედი და ყოფილი საჯარო მოხელეები, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 8 ნოემბერს დააკავა. ჯამში პროკურატურა 528 821 ლარის გაფლაგვაზე საუბრობს, საიდანაც მათივე მტკიცებით, კაკულიამ 170 ათასი ლარი მიითვისა. საკრებულოს თავმჯდომარე ბრალდებებს უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი