გორში 30 წლამდე მამაკაცი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლოზში გურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 30 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივები “რეგიონულ კვირასთან” ამბობენ, გარდაცვლილი სანადიროდ იყო თავის მეგობრებთან ერთად წასული. თანასოფლელების ვარაუდით, ის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს.
ახალგაზრდა მამაკაცს ერთი ჭრილობა თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული, რაც, სავარაუდოდ, მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.შს
ს-ში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლითაა დაწყებული. საქმის მიმდინარეობისას კი, შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები