რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების საერთო მოცულობა 7%-ით გაიზარდა

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ნედლი ნავთობის გარეშე, საქართველოს რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების საერთო მოცულობა 8,57 მილიონ ტონას შეადგენს, რაც გასული წლის მაჩვენებელს 7 %-ით აღემატება.
2018 წელთან შედარებით 34 %-ით გაიზარდა საკონტეინერო გადაზიდვებიც.2019 წლის 10 თვის განმავლობაში საქართველოს რკინიგზამ 64,000 კონტეინერი (TEU) გაატარა. რკინიგზას ყველაზე მაღალი დატვირთვა ოქტომბერში ჰქონდა, ამ ხნის განმავლობაში მთლიანად გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 1 მილიონ ტონას გადააჭარბა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები