გუშინ, კინოთეატრ “ამირანთან” დაკავებულთაგან ერთ პირს 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

კინოთეატრ „ამირანთან” გუშინ დაკავებულთაგან ერთ პირს, მერაბ ჭიკაიძე მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და 500-ლარიანი ადმინისტრაციული სახდელი დააკისრა. როგორც ის აცხადებს, შეიგინა, თუმცა ეს არ ყოფილა პოლიციის მისამართით.
“მშვიდობიან პროტესტს ვაცხადებდი და არა ძალადობრივს. ვადასტურებ, შევიგინე, ოღონდ არა პოლიციის მიმართ, აღელვებული ვიყავი, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია. ოცმა ადამიანმა ერთდროულად დამაკავა. პოლიციასთან ახლოს არ ვყოფილვარ, ფიზიკურად ვერ შევაგინებდი“, – განაცხადა ჭიკაიძემ.
ცნობისათვის, დღესვე სასამართლომ განიხილა აქციაზე დაკავებული კიდევ რვა პირის სასამართლო პროცესი, თუმცა მათი პროცესი 11 ნოემბრამდე გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები