კინოთეატრ “ამირანის” მიმდებარე ტერიტორია საპროტესტო აქციის მონაწილეთა დიდმა ნაწილმა დატოვა

თბილისში, ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერის დასრულებამდე რამდენიმე წუთი რჩება. სეანსები დედაქალაქის კინოთეატრებში აქციის ფონზე მიმდინარეობდა.
ამ დროისთვის აქციის მონაწილეები დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე იშლებიან.

მანამდე კი სამართალდამცველებმა მაყურებლებს კინოთეატრ “ამირანის” ტერიტორია სპეციალური კორდონით დაატოვებინეს.

აქციის მონაწილეებს სიტყვით “ქართული მარშის” ლიდერმა ლევან ვასაძემ მიმართა და ხვალ აქციის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები