კინოთეატრ “ამირანთან” აქციის მონაწილეები დავით ბერძენიშვილს დაუპირისპირდნენ

კინოთეატრ “ამირანთან”, სადაც ფილმ “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერას აპროტესტებენ, “რესპუბლიკელების” წევრი დავით ბერძენიშვილიც იმყოფება, სადაც მას “ქართული მარშის” მხარდამჭერები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

აქციის მონაწილეებმა მას მოღალატე უწოდეს, ხოლო ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ “ქართული მარშის” ლიდერი რუსეთის დავალებებს ასრულებს და ყველა “პროპკას ერგება”.

აქციაზე შეკრებილებმა, დავით ბერძენიშვილს ტერიტორიის დატოვება სხვადასხვა შეძახილით მოუწოდეს.

​შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში საქართველოს კინოთეატრებში შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა იწყება.
ბერძენიშვილი შემთხვევის ადგილიდან პოლიციამ გაიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები