კინოთეატრ “ამირანთან“ აქციაზე დაშავებულ პოლიციელს სასწრაფოს ექიმებმა დახმარება აღმოუჩინეს

კინოთეატრ “ამირანთან“ მიმდინარე აქციაზე ერთი სამართალდამცველი დაშავდა. ის კინოთეატრ “ამირანის“ შენობაში შეიყვანეს და პირველადი დახმარება გაუწიეს.

“ქართული მარშის“ წარმომადგენლები და მათი თანამოაზრეები კინოთეატრ “ამირანში” შეღწევას ცდილობენ. აქციის მონაწილეებმა, ე.წ. პიროტექნიკა ისროლეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა შენობაში შესასვლელი კარი ჩაკეტეს.
აქციის მონაწილეები ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებენ. ისინი ფილმის ჩვენების შეწყვეტას ითხოვენ.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები