ნათია თურნავა: ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, პოტენციალი ძალიან დიდია

„დღეს ჩვენ გვაქვს ტურისტების საკმაოდ მზარდი ნაკადი ჩინეთიდან, თუმცა, ციფრებში გამოხატული ეს მაჩვენებელი არსებულ პოტენციალთან შედარებით საკმაოდ მოკრძალებულია”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა​, რომელიც ჩინეთის ქალაქ შანხაიში ვიზიტისას ტურისტული კომპანიის Ctrip-ის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან სამომავლო თანამშრომლობა განიხილა.
„ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ გვექნება საკმაოდ სწრაფი და ეფექტური თანამშრომლობა ამ კომპანიასთან, რათა ერთობლივი ღონისძიებები დავგეგმოთ, ვასწავლოთ ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას – სასტუმროებს, რესტორნებსა და სხვა ტურისტულ სერვისების მიმწოდებელ კომპანიებს, თუ როგორ გახდნენ უფრო მიმზიდველები ჩინელი ტურისტებისთვის და ეს არის დიდი პოტენციალი და შემოსავლის დიდი წყარო, განსაკუთრებით მცირე სასტუმროებისა და სარესტორნო ინდუსტრიისთვის,” – განაცხადა ნათია თურნავამ.
​ცნობისათვის, Ctrip ჩინეთისა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ონლაინ ტურისტული სერვისების მიმწოდებელი ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. ის აქტიურად თანამშრომლობს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ჩინელი ტურისტული ტურების განხორციელების მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები