არჩილ თალაკვაძე: მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვას კანონი არეგულირებს

0

ყველას შეუძლია თავი გამოხატოს ხელოვნებაში ისე, როგორც ამას საჭიროდ თვლის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერასთან დაკავშირებით განაცხადა.

“შს სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები სწორია. ეს არის პრევენციული ნაბიჯები იმისთვის, რომ საზოგადოებრივი წესრიგი დაცული იყოს და ჩვენი მოქალაქეების უფლებები არ შეილახოს. მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვას კანონი არეგულირებს და რა თქმა უნდა, დღეს დაცული იქნება ჩვენი თანამოქალაქეების უფლებები. ყველას შეუძლია თავი გამოხატოს ხელოვნებაში ისე, როგორც ამას საჭიროდ თვლის. ბუნებრივია, სახელმწიფო აქ იქნება ჩვენი მოქალაქეების უფლებების დამცველი”,- აღნიშნა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ლევან აკინის ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” საპრემიერო ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს გაიმართება, რის გამოც გარკვეული ჯგუფები საპროტესტო აქციებს მართავენ.

კომენტარები

კომენტარი