ვერის ბაღში აქციაზე ერთ-ერთი მონაწილე ვაზის ჯვრით მივიდა (ფოტო)

ვერის ბაღში გამართულ აქციაზე, სადაც ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერას აპროტესტებენ, აქციის ერთ-ერთი მონაწილე ვაზის ჯვრით მივიდა.

შეგახსენებთ, რომ ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება.

ფილმთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომაც. საქართველოს საპატრიარქო ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ ძალადობას ემიჯნება.
შს სამინისტროს ცნობით კი, ფილმის ჩვენებისას უწყება უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები