ფოთში შავი ზღვა თურქულმა გემმა სამეურნეო-ფეკალური წყლებით დააბინძურა

თურქეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, ფოთის ნავსადგურის ნავმისადგომთან, ზღვა სამეურნეო-ფეკალური წყლებით დააბინძურა.
მომხდარ ფაქტზე გემის კაპიტანს ფოთის საქალაქო სასამართლომ 65 000 ლარის ოდენობით, საჯარიმო სანქცია დააკისრა, რასაც დაემატა 5306,40 ლარის ოდენობით, გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს მას შემდეგ დატოვებს, რაც დაკისრებულ საჯარიმო სანქციასა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის საჯარიმო თანხას გადახდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები