საქართველოში იმპორტირებული სანავთობო ბიტუმის 54,0% ირანზე მოდის

2019 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 19,8 ათასი ტონა, რაც 0,2 ათასი ტონით ნაკლებია სექტემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით. აქედან იმპორტის 54,0% (10,7 ათასი ტონა) მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე. შემდეგ მოდიან: ერაყი – 5,2 ათასი ტონა (26,3%), აზერბაიჯანი – 3,7 ათასი ტონა (18,7%), თურქეთი – 0,1 ათასი ტონა (0,5%).

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 150,3 ათასი ტონა, რაც 73,0 ათასი ტონით ანუ 87,6 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (83,3 ათასი ტონა).

საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით,მიმდინარე წელს საგზაო ბიტუმის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. მსგავსი სტატისტიკა ბოლო 15 წლის განმავლობაში არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები