ოქტომბერში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი შემცირდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2019 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,7 ათასი ტონა, რაც 0,1 ათასი ტონით ნაკლებია სექტემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის ოქტომბრის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან – 0,42 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 24,0%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი – 0,41 ათასი ტონა (23,4%), რუსეთი – 0,25 ათასი ტონა (14,3%), გერმანია – 0,18 ათასი ტონა (10,3%) და სხვ.

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 16,4 ათასი ტონა, რაც 0,7 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები