EBRD-ის პროგნოზით 2020 წელს საქართველოს მშპ 4.5 %-ით გაიზრდება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.5 პროცენტით გაიზრდება. როგორც EBRD-ის მიმოხილვაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის იანვარ–სექტემბრში საქართველოს ეროვნული ვალუტა 9.4%–ით გაუფასურდა.
EBRD-ი ამ ფაქტს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გარემოთი ხსნის. როგორც ცნობილია საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2020 წლისათვის საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გამოაქვეყნა. სსფ საქართველოში უფრო დაბალ ეკონომიკურ ზრდას ელის. IMF -ი ვარაუდობს,რომ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.3 %-ით გაიზრდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები