საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 1 130 400 ტურისტი ეწვია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 10 თვის მონაცემებით ტერიტორიებს 1 130 400 ტურისტი ეწვია. გასულ წელთან შედარებით ტურისტების რაოდენობა დაცულ ტერიტორიებზე 7 %-ით გაიზარდა. 14 %-ით გაიზარდა უცხოელი ტურისტების რაოდენებაც.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ტურისტების 49 % საქართველოს მოქალაქეა, 51 % უცხოელი.

2019 წლის 10 თვეში ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა:

• ყაზბეგის ეროვნულ პარკს
• მარტვილის კანიონს
• პრომეთეს მღვიმეს
• ოკაცეს კანიონის
• თბილისის ეროვნულ პარკს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები