ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წინა წელთან შედარებით 73%-ით მეტი ფინანსური რესურსი აითვისა

2019 წლის 10 თვის მონაცემებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელებას 1 მილიარდ 480 მილიონ 100 ათასი ლარი მოახმარა.

ფინანსური სახსრები შემდეგნაირად გადანაწილდა:

საავტომობილო გზების დეპარტამენტი – 944 მილიონ 700 ათასი ლარი. ( წლიური დაზუსტებული გეგმის 73%)
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფოდნი – 281 მილიონ 500 ათასი ლარი.( წლიური დაზუსტებული გეგმის 80%)
შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ – 192 მილიონ 900 ათასი ლარი. ( წლიური დაზუსტებული გეგმის 77%)
შპს ,,მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ – 14 მილიონ 400 ათასი ლარი. ( წლიური დაზუსტებული გეგმის 76 %)
საერთო ჯამში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამინისტრომ 626 მილიონი ლარით ანუ 73%-ით მეტი ფინანსური რესურსი აითვისა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები