კობა გვენეტაძე: ინფლაცია საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ინფლაცია საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება.

კობა გვენეტაძის განცხადებით, ინფლაციის სამართავად ეროვნული ბანკი ყველა ბერკეტს იყენებს, მათ შორის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, რომელმაც ინფლაცია სხვადასხვა არხების მეშვეობით უნდა შეამციროს.

„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო სამი შეხვედრის დროს გამკაცრდა მონეტარული პოლიტიკა, გაიზარდა საპროცენტო განაკვეთი, რამაც უნდა მოახდინოს გავლენა ინფლაციაზე სხვადასხვა არხის საშუალებით. ერთი არხი არის ლარის სესხებზე მოთხოვნის შემცირება, ამავე დროს, ეს არის მოლოდინების შემცირება ინფლაციაზე. როგორც მოგეხსენებათ, წლიური ინფლაცია 6,9 პროცენტი, საბაზისო ინფლაცია კი, 3,4 პროცენტია“, – განაცხადა გვენეტაძემ.

გვენეტაძის განმარტებით, ინფლაციის შესამცირებლად გადადგმული ნაბიჯი იყო ასევე უცხოურ ვალუტაში მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნის 5%-ით შემცირება.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ6,9%-შეადგინა, რაც ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელს -3%-ს მნიშვნელოვნად აღემატება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები