ბაჩანა შენგელია: მიხეილ ბატიაშვილი დღევანდელი მთავრობისთვისაც კი დამოკლეს მახვილივით იყო

მიხეილ ბატიაშვილი დღევანდელი მთავრობისთვისაც კი დამოკლეს მახვილივით იყო, – ამის შესახებ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ განაცხადა.

“დიდი ხანია მზადდებოდა ეს გადადგომა ეს ინფორმაცია ჩვენთვის დიდი ხანია ცნობილია. სხვა მხრივ ლოგიკა არ არის, როცა რამდენიმე თვის წინ თითქოს განვითარების გრძელვადიანი გეგმა წარადგინა როგორ შეიძლება, რომ, ის საკუთარი ნებით ასე მოულოდნელად თანამდებობიდან წავიდეს. ის უბრალოდ იძულებული იყო. მას თანამდებობაზე ვერ დატოვებდნენ და დღევანდელი მთავრობისთვისაც კი დამოკლეს მახვილივით იყო. ის დიდი დანაშაული, რომელიც მას მიუძღვის და რომლის შესახებაც ყველასთვის ცნობილია, უბრალოდ ასე ვერ დარჩებოდა მუდმივად. მისი თანამდებობაზე ყოფნა ამ ერთი წლის განმავლობაში სიმბოლურია, რადგან ზუსტად ერთი წელი გავიდა მისი იმ ბრძანების ხელმოწერიდან რითაც ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში პრაქტიკულად ზონდერები გამოაგზავნა და მისი თანამდებობაზე ყოფნა ხელს გვიშლიდა ყველანაირად, ვინაიდან მისი თანამშრომლები ზეწოლის ქვეშ იყვნენ”,- განმარტა შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ოჯახი პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს და სკოლაში დაწყებულ პროცესებს დირექტორის წინააღმდეგ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები