შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 212,471 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში “წითელი ხიდი” და “სარფი”, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და თუქეთის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილი სამალავში, არადეკლარირებული პარფიუმერული და ელექტრო საქონელი აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 212,471.04 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები