მებაჟე ოფიცრებმა 36,020 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტებში “წითელი ხიდი” და “სარფი”, 1-6 ნოემბერს, სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. როგორც “კვირას” ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 36,020 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
სგპ “წითელი ხიდი” მომხდარი ფაქტების გამო, აზერბაიჯანის მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სხვა სამართალდამრღვევ მოქალაქეებსაც ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა.