გაიზარდა იმ აზერბაიჯანელთა რაოდენობა, რომლებმაც საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლება მიიღეს

გასულ წელს საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლება აზერბაიჯანის 218-მა მოქალაქემ მიიღო.
2017 წელთან შედარებით, აზერბაიჯანის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლება მიიღეს 74-ით გაიზარდა.

მიგრაციის საკითხებში საქართველოს სამთავრობო კომისიის ინფორმაციით, 2015-2018 წლებში საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლება აზერბაიჯანის 2790 მოქალაქემ მიიღო.

ყველაზე დიდი რაოდენობით აზერბაიჯანის მოქალაქეებზე საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლება 2015 წელს გაიცა. ამ წელს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლება აზერბაიჯანის 2 277 მოქალაქეს მიეცა. მათგან ვინც საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლება მიიღო 66 % კაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები