საქართველოში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების 40% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის
საქართველოს მიგრაციის სამთავრობო კომისიის ინფორმაციით,2015-2018 წლებში რუსეთის მოქალაქეებმა, საქართველოში, საკუთრებაში 15 133 უძრავი ქონება დაირეგისტრირეს.
როგორც მიგრაციის სამთავრობო კომისიის ანგარიშში „საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილშია“ აღნიშნული საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების 40% საქართველოში რუსეთის მოქალაქეებზე მოდის. დოკუმენტის მიხედვით, მეორე ადგილზე ირანის მოქალაქეები არიან ( 5 589 ერთეული), მესამეზე უკრაინის ( 2 599 ერთეული) ათეულშია ისრაელი ( 1 634 ერთეული), სომხეთი ( 1 447 ერთეული), თურქეთი ( 1 226 ერთეული) და აზერბაიჯანი ( 1 192 ერთეული)