ნინო წილოსანი: საქართველოს როგორც მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის კუთხით წარმატებულ ქვეყანას, უზბეკეთისთვის მნიშვნელოვანი პრაქტიკის გაზიარება შეუძლია

საქართველოს როგორც მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის კუთხით წარმატებულ ქვეყანას, უზბეკეთისთვის მნიშვნელოვანი პრაქტიკის გაზიარება შეუძლია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

ნინო წილოსანი აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) მიერ ორგანიზებული თვინინგის პროგრამის მონაწილე უზბეკ ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული გამოცდილება გაუზიარა.

“ჩვენ, როგორც წარმატებული ქვეყანა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის კუთხით, საინტერესო გამოცდილების მატარებელი ვართ უზბეკეთისთვის. პარლამენტის ჩართულობა ოთხ ძირითად მიმართულებაში გამოიხატება: პოლიტიკის შემუშავება მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, საზედამხედველო ფუნქციის გამოყენება, ბიუჯეტის მიღებისას ზედამხედველობა და მდგრადი განვითარების მიზნების მხრივ ფილტრის გატარება ასევე, ინფორმაციის გახსნილობის და ღიაობის კუთხით მონაწილეობა. თითოეულ ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მივწოდეთ სტუმრებს. ჩვენ, საქართველოს როგორც ამ კუთხით წარმატებულ ქვეყანას უზბეკეთისთვის მნიშვნელოვანი პრაქტიკის და ინფორმაციის გაზიარება შეგვიძლია”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, მგრადი განვითარების მიზნების მიღწევასთან დაკავშირებით, საქართველო ეროვნული ანგარიშის მომზადებაში ნებაყოფლობით მონაწილეობს, რომლის გაგზავნა 2020 წლისთვისაა დაგეგმილი.

შეხვედრისას, დელეგაცია, რომელიც ძირითადად, აღმასრულებელი ხელისუფლების არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასექტორის წარმომადგენლებისგან შედგებოდა ამ პროცესში პარლამენტის ჩართულობით დაინტერესდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები