გია გაჩეჩილაძე: სახელმწიფო ეფექტურად უმკლავდება ყველა გამოწვევას და რაც მთავარია, ამას აკეთებს დემოკრატიული პრინციპების სრული დაცვით
“ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში და ვქმნით ეფექტიანი მმართველობის სისტემას, სადაც კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ყველას თავის სახელი ერქმევა და პრივილეგიებით ვერავინ სარგებლობს!”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – მწვანეების” თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე აცხადებს.
დეპუტატი ბოლო 1 წლის განმავლობაში ხელისუფლების წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ საუბრობს, მათ შორის, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე, სახელმწიფოს საფუძვლებზე მიტანილ შტურმსა და კრიმინალთან ბრძოლაზე. მისი განცხადებით, სახელმწიფო ეფექტურად უმკლავდება ყველა გამოწვევას და “რაც მთავარია – ამას აკეთებს დემოკრატიული პრინციპების სრული დაცვით”.
“ამ ყველაფერს ხედავს და აფასებს ხალხი. უფრო კონკრეტულ სურათს, რა თქმა უნდა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები წარმოაჩენს, დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველი ხალხი კვლავაც მყარ და მტკიცე მხარდაჭერას გამოგვიცხადებს”, – აცხადებს გია გაჩეჩილაძე.