მიმდინარე წელს, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენმა 24 მლნ. ტონა ნედლი ნავთობი გაატარა

მიმდინარე წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენმა 24 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი გაატარა, რომელიც ჯეიჰანის პორტში 222 ტანკერზე გადაიტვირთა. გასულ წელთან შედარებით ეს დაახლოებით 4 %-ით, ანუ 1 მილიონი ტონით ნაკლებია.

BP-Azerbaijan -ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ – სექტემბერში ნავთობსადენის საოპერაციო ხარჯებმა 95 მლნ დოლარი, ხოლო კაპიტალურმა ხარჯებმა 25 მლნ დოლარი შეადგინა.

1 768 კილომეტრის ნავთობსადენი ექსპულატაციაში 2006 წელს შევიდა. ამ ხნის განმავლობაში ნავთობსადენმა 440 მლნ. ტონა ნავთობი გაატარა, რომელიც საბოლოო დანიშნულების ადგილამდე 4 307 -მა ტანკერმა მიიტანა.
ნავთობსადენი ნავთობით, ძირითადად, აზერბაიჯანული „აზერი- ჩიგან – გიუნეშლის“ საბადოდან მარაგდება, თუმცა მისი მეშვეობით თურქმენული, რუსული და ყაზახეთის ნავთობის ტრანსპორტირებაც ხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები