არჩილ თალაკვაძე: გვწამს, რომ ჩვენი პარტნიორები დაარწმუნებენ რუსეთს, იმოქმედოს საერთაშორისო წესრიგის ფარგლებში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ოკუპაციაზე გაამახვილა ყურადღება.

მან იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორები კრემლს გადასცემენ გზავნილს, რომ ევროპაში საზღვრების შეცვლა ოკუპაციისა და აგრესიის გზით მიუღებელია.

„თუმცა, წარმოვადგენთ რა იმ ერს, რომელიც მიისწრაფვის დემოკრატიის, ტოლერანტობისა და სამართლიანობის პრინციპებისადმი, არ უნდა შეგვეშინდეს და არ უნდა დავიხიოთ უკან. გვწამს, რომ ჩვენი პარტნიორები კრემლს გადასცემენ ნათელ გზავნილს, რომ ევროპაში საზღვრების შეცვლა ოკუპაციისა და აგრესიის გზით სრულიად მიუღებელია. გვწამს, რომ ჩვენი პარტნიორები დაარწმუნებენ რუსეთს, იმოქმედოს საერთაშორისო წესრიგის ფარგლებში.

​მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვართ, რომ არც ერთ მესამე მხარეს არ ძალუძს განსაზღვროს ჩვენი მომავალი. ჩვენ ის ერი ვართ, რომელიც საკუთარ მომავალს ააშენებს და უზრუნველყოფს უწყვეტ მშვიდობასა და სტაბილურობას. მზად ვართ, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ამ ღირსეული მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები