საზღვრის გადაკვეთის მცდელობისთვის საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე 8 ადამიანი დააკავეს

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა 8 ადამიანი დააკავეს.

დაკავებულთა შორის ხუთი არასრულწლოვანია, მათ შორის სამი ბავშვი 2015-2016 წლებშია დაბადებული, ყველაზე უფროსი კი, 1999 წელს არის დაბადებული.

საზღვრის გადაკვეთის მცდელობა 3 ნოემბერს, 00:20 საათზე დაფიქსირდა.

ამ დროისთვის საქმის გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები