ანკარაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს

ანკარაში სავაჭრო ცენტრების და კერძო სახლების ქურდობის ბრალდებით საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს.

თურქმა სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედთა ჯგუფის დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩაატარა. სათვალთვალო კამერების მონაცემების შესწავლის შედეგად ჩხრეკა სამ მისამართზე ჩატარდა.

ამოღებულია პისტოლეტი, კომპიუტერი, 5 მობილური ტელეფონი, ხელის საათი, სიმბარათი, ფოტოაპარატი.

დაკავებულებს ოთხიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები