მთავრობის ინიციატივით აშშ-ის წამყვან ტელევიზიებში საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე სარეკლამო კამპანია მიმდინარეობს

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, აშშ-ის წამყვან ტელევიზიებში (Fox News, CNBC და სხვა) საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის შესახებ ექვსთვიანი სარეკლამო კამპანიის მეორე ეტაპი დაიწყო, რომელიც 40 მილიონზე მეტ აუდიტორიას დაფარავს.

“კამპანიის მიზანია ამერიკულ აუდიტორიას გააცნოს საქართველო – მისი ეკონომიკური პოტენციალი და მნიშვნელოვანი როლი როგორც რეგიონის კარიბჭე, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კომერციული და სავაჭრო კავშირების მეტად გამრავალფეროვნებასა და გაღრმავებას”, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

კამპანიის ფარგლებში მომზადდა ვიდეორგოლი “Good For Business, Good for America,” რომელიც აშშ-ის სხვადასხვა წამყვან ტელეარხებზე გადის.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური კამპანია აშშ -ში პირველად ტარდება და მას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოსთან პარტნიორობით აწარმოებს.

კამპანიის პირველი ნაწილი მიმდინარე წლის მაისი-ივლისის პერიოდში განხორციელდა, ხოლო მეორე ეტაპი სექტემბერი-ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები