ნუგზარ სამხარაძე: ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიის გადაბარების საკითხზე შექმნილ კომისიას არქიმანდრიტი სერაფიმე უხელმძღვანელებს

ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიის გადაბარების საკითხზე შექმნილ კომისიას არქიმანდრიტი სერაფიმე (ჭედია) უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, ფინანსისტმა, ნუგზარ სამხარაძემ დღევანდელი სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“კომისია შედგა, ეს იყო პირველი სამუშაო შეხვედრა. დაიგეგმა, თუ რა სამუშაოები განხორციელდება. ყველაფერი განხორციელდება კანონის შესაბამისად, კომისიის პასუხისმგებლობის ქვეშ. კომისია ცხრა კაცისგან შედგება. მისი ხელმძღვანელი, წინამძღვარი არქიმანდრიტი სერაფიმეა, წინამძღვარი სვეტიცხოვლის ტაძრისა. თითოეულ კომისიის წევრს მოგვეცემა შესაბამისი დავალება თავმჯდომარის მხრიდან და გარკვეული ეტაპის შემდეგ მოხსენდება ეპარქიის მმართველს და საქმის კურსში იქნება მეუფე პეტრეც“,- განმარტა სამხარაძემ.
ჭყონდიდის ეპარქიაში კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა დღეს გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები