ნინო ბურჯანაძე: თუ პრეზიდენტი შეწყალების წინ იმ ადამიანების საქმეებს წაიკითხავდა, რომლებსაც იწყალებდა, შეცდომებს არ დაუშვებდა

ჩვენი პრეზიდენტის ქმედებების წინასწარ განსაზღვრა ძალიან რთულია, – ასე შეაფასა “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ მსჯავრდებულ, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება.
“შეწყალებასთან დაკავშირებით, ჩემი პოზიცია პრეზიდენტის ქმედებებთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვნად არის ცნობილი. არავითარი ცვლილება არც დებულებაში და არც კანონში საჭირო არ იყო, ყველაფერი იყო გაწერილი. თუ პრეზიდენტი პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა საკითხს, შეწყალების წინ წაიკითხავდა იმ ადამიანების საქმეებს, რომელსაც იწყალებდა, ის არ დაუშვებდა ამ შეცდომებს, თუ ეს შეცდომა იყო. პრობლემაც არ იქნებოდა. ვერ გეტყვით, რას იზამს ამ შემთხვევაში, საერთოდ ჩვენი პრეზიდენტის ქმედებების წინასწარ განსაზღვრა ძალიან რთულია“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ “შეწყალება, ძალიან სენსიტიური საკითხია, ამიტომ ძალიან გავუფრთხილდები ჩემ გადაწყვეტილებას ამ მიმართულებით. ისედაც ჯერ ახალი წესები არ არის ჩამოყალიბებული, ამაზე ვმუშაობთ. როგორც კი პრეზიდენტის ახალი ბრძანებულება მზად იქნება, გაგაცნობთ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები