რომან გოცირიძე: პრეზიდენტს დეკანოზი გიორგი მამალაძე აქამდე უნდა შეეწყალებინა

სალომე ზურაბიშვილს ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე აქამდე უნდა შეეწყალებინა,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
“პრეზიდენტს აქამდე უნდა შეეწყალებინა მამალაძე და თუ ის მხოლოდ ეკლესიის მითითებით იღებს გადაწყვეტილებას, მაშინ სამარცხვინოა. მას არ აქვს საკუთარი ნება და ხედვა?! რა თქმა უნდა, უნდა შეიწყალოს. ბუნებრივია, რომ ეს არ ჩაიწერება პრეზიდენტის დამოუკიდებლობის აქტივში. კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ ზურაბიშვილი დამოკიდებულია ივანიშვილზე და საპატრიარქოზე,” – აღნიშნა გოცირიძემ.
ცნობისთვის, საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სინოდი მსჯავრდებულ დეკანოზს, გიორგი მამალაძეს გათავისუფლების თხოვნით პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები