20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ცოტნე ცოტნიაშვილი, დანაშაულის აღიარების შემდეგ, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ცოტნე ცოტნიაშვილი დანაშაულის აღიარების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

“ბრალი ვაღიარეთ კადრებზე. 23:00 საათზე მივედი, რეზინის ტყვიები ახლო მანძილიდან მომხვდა. აქიდან გამომდინარე გავმწარდი. შემდეგ შეგვიყვანეს შეცდომაში. მედავებიან ჯგუფურ ძალადობაში, რომელსაც არ ვაღიარებ. ვაღიარებთ კადრებს და ძალადობას სპეცრაზმელზე. არავის ვიცნობდი”, – განუცხადა ცოტნე ცოტნიაშვილმა ჟურნალისტებს.

მან აღნიშნა, რომ მას ასევე ედავებიან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, რომელსაც არ აღიარებს.

“სწორი გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ, რადგან ოჯახური მდომარეობიდან გამომდინარე, მას შვილი ჰყავს გულის მანკით დაავადებული. წინასწარ ვერაფერს გეტყვით. ეს არის კლიენტის გადასაწყვეტი და კლიენტი რასაც გადაწყვეტს, ვნახოთ. საპროცესოს გაფორმება არ არის პრობლემა”, – განაცხადა ადვოკატმა ცოტნე ტყებუჩავამ.

ამასთანავე, როგორც პროკურორმა გიორგი მუკბანიანმა აღნიშნა, საფრთხეები გარკვეულწილად არსებობს და სწორედ მათ შესაკავებლად იქნა გამოყენებული გირაო.

“საპროცესო შეთანხმება გახლავთ ბრალდებულის და მხარეთა უფლება. ბრალდებულის აღიარება გახლავთ კანონისმიერი საფუძველი. აღნიშნულისთვის ბრალდებულმა დღეს აღიარა ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, ამიტომ ყველაფერი შესაძლებელია”, – განაცხადა პროკურორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები