ახალციხეში წყალმომარაგების კომპანია რამდენიმე ქუჩაზე წყალარინების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონების მასშტაბით წყალარინების შიდა ქსელების მოწესრიგებას აგრძელებს. ამ ეტაპზე, საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის განახლება ახალციხეში მიმდინარეობს.
როგორც “კვირას” ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში ახალციხელის, ბაღინაშვილისა და ჭყონდიდელის ქუჩებზე ახალი საკანალიზაციო ქსელი ეწყობა. სამუშაოებს 1,628,996 ლარი მოხმარდება.
აღნიშნულ ქუჩებზე საკანალიზაციო ქსელი დღემდე არ არსებობდა. სამუშაოების დასრულების შედეგად, არსებული პრობლემები საბოლოოდ აღმოიფხვრება და 200 ოჯახი წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სამუშაოებს 2020 წლის გაზაფხულზე დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები