ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ გოგსაძემ, მერიის სამსახურების და ა.(ა). ი. პ.-ების ხელმძღვანელებთან ერთად, მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა.

13 ნოემბერს მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საჯაროდ განიხილება, რის შემდეგაც შესაძლოა დოკუმენტი კორექტირდეს. საბოლოო მონაცემების შეჯერების შემდეგ, არაუგვიანეს 15 ნოემბრისა, ბიუჯეტის პროექტი განსახილველად საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო საკითხთა კომისიას გადაეგზავნება. საკრებულოს შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, ბიუჯეტის პროექტი კორექტირებისთვის მერიას დაუბრუნდება.

2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტს საკრებულო 2019 წლის ბოლომდე დაამტკიცებს. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მომდევნო წლისთვის შესაძლებელია, დაახლოებით 15 %-ით გაიზარდოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები