ეკა გიგაური შეწყალებაზე: ნებისმიერი მექანიზმი, რომელიც გამჭვირვალეს გახდის პროცესს, იქნება კარგი

ნებისმიერი მექანიზმი, რომელიც გამჭვირვალეს გახდის პროცესს, იქნება კარგი იმისთვის, რომ სამომავლოდ როდესაც შეწყალება მოხდება, საზოგადოებაში კითხვები აღარ გაჩნდეს, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, წინა პრეზიდენტის პირობებში არსებული მექანიზმი, შეწყალების კომისიის სახით, იყო მნიშვნელოვანი, რაც პრეზიდენტს საშუალებას აძლევდა საქმეები გაეფილტრა და გადაწყვეტილება ისე მიეღო.

“მე არ მინახავს ეს დოკუმენტი, ამიტომ ზუსტად არ ვიცი, რა მექანიზმებზეა საუბარი. ვფიქრობ, წინა პრეზიდენტის პირობებში არსებული მექანიზმი რაც იყო, შეწყალების კომისიის სახით იყო მნიშვნელოვანი მექანიზმი. ასევე ის შესაძლებლობას აძლევდა პრეზიდენტს გაეფილტრა კონკრეტული საქმეები და ისე მიეღო გადაწყვეტილება. ვფიქრობ, ნებისმიერი მექანიზმი, რომელიც გამჭვირვალეს გახდის პროცესს, იქნება კარგი იმისთვის, რომ სამომავლოდ როდესაც შეწყალება მოხდება, საზოგადოებაში კითხვები აღარ გაჩნდეს”,- განაცხადა გიგაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები