არგენტინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გამართა

არგენტინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გამართა.

ელჩმა თავის გამოსვლაში საქართველოს, როგორც უძველესი კულტურის განვითარების ისტორიაზე, კულტურულ მახასიათებლებსა და თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების საკვანძო ასპექტებზე ისაუბრა.

ასევე, ირაკლი ყურაშვილმა მიმოიხილა საქართველოსა და არგენტინას შორის მზარდი მეგობრული ურთიერთობების დინამიკა.

პრეზენტაციის დასასრულს, ელჩმა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები