ვიქტორ დოლიძე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა

ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ვიქტორ დოლიძე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) გენერალურ დირექტორს, გაი რაიდერს, შეხვდა.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ILO-ს გენერალურ დირექტორს გააცნო საქართველოში შრომის უფლებების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები. მან ასევე მადლობა გადაუხადა გაი რაიდერს ორგანიზაციის მიერ გაწეული მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსთვის ILO-ში ევროპის ქვეყნების რეგიონულ ოფისის დაფარვის ქვეშ გადასვლის მნიშვნელობას. ვიქტორ დოლიძემ ILO-ს გენერალური დირექტორი საქართველოში მოიწვია, რაზეც გაი რაიდერმა დიდი ინტერესი გამოხატა. მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისა და ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები