დიღომში ცეცხლსასროლი იარაღით ძაღლები დახოცეს
სოციალური ქსელის მომხმარებელი გოჩა გელაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე დახოცილი ძაღლების სურათს აქვეყნებს. მისი ინფორმაციით, დიღომში ძაღლები მის ოჯახს ჰყავდა შეფარებული, თუმცა სამივე მათგანი ვიღაცამ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
“ჩემმა ოჯახმა წლებია ეს ძაღლები მიიკედლა უვლიდნენ, აჭმევდნენ, ასმევდნენ, აცრებს უკეთებდნენ და ვიღაც არაადამიანმა, ვიღაც არაკაცმა, ვიღაც ნაბიჭვარი თავის მიზანს ამოწმებდა, დაცხრილა უპატრონო ძაღლები, მიკედლებული ძაღლები, (ბოდიშს ვიხდი ცენზურისთვის) დედავატირე მე ყველა ეგეთი ადამიანის! არ შერჩება ეს დამნაშავეს )) სანამ ასეთი ხალხი იქნება ჩვენ ირგვლივ წინ ვერ წავალთ ვერასდროს!” – წერს გოჩა გელაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
მომხდარ ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობას გულისხმობს, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.