შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიბერშეტევის საქმის შესწავლა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კიბერშეტევის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს სხვადასხვა ელექტრონულ ფოსტაზე მუქარის წერილის გაგზავნის ფაქტების შესწავლა დაიწყო, – ამის შესახებ განცახდებას შსს ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ წერილის გამომგზავნის მიერ აღნიშნულია, რომ თუ ადრესატები კრიპტოვალუტით გარკვეულ თანხას არ გადარიცხავენ, კიბერშეტევა გაგრძელდება. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მათ შორის დღეს გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინების ფაქტებთან დაკავშირებით, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და 286-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები