მარიამ ჯაში: ნიკა ჩუგოშვილი ქმნის მაგალითს, რომ პატიმარს ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდშიც კი შეუძლია განაგრძოს აკადემიური ზრდა

პარლამენტმა დაბალი რისკის მსჯავრდებულებისათვის სამაგისტრო პროგრამებზე წვდომის საკანონმდებლო ინიციატივა მეორე მოსმენით მიიღო.

როგორც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა, საკონონმდებლო ინიციატივის უკან დგას 23 წლის მსჯავრდებული, ნიკა ჩუგოშვილი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე.

მისივე განმარტებით, კანონში ცვლილებების შეტანის შემდგომ პატიმარს მიეცემა შესაძლებლობა იანვრიდან ჩაერთოს საგანმანათლებლო პროცესში.

საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საკანონმდებლო ინიციატივას უმრავლესობასთან ერთად მხარი პარლამენტის სხვა პოლიტიკურმა ფრაქციებმაც და დამოუკიდებელმა დეპუტატებმაც დაუჭირეს.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები