ნათია თურნავა: Royal Swinkels-ის მიერ ქართულ ბაზარზე წილის გაზრდა კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორ იზიდავს საქართველო ევროპულ ინვესტიციებს

ჩვენი მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო განსაკუთრებულად ზრუნავს ქართულ წარმოებაზე, მის განვითარებაზე და ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენ ვიმყოფებით ერთ-ერთ ასეთ ტრადიციულ ქართულ წარმოებაში, როგორიცაა “არგო”, სადაც ცნობილმა ევროპულმა კომპანიამ პირდაპირი ინვესტიცია განახორციელა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ქართულ კომპანია “არგოსა” და ნიდერლანდურ კომპანიას Royal Swinkels Family Brewers – ს შორის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განაცხადა.

ხელშეკრულების თანახმად, Royal Swinkels Family Brewers-მა ლუდსახარში “არგოს” 40% შეისყიდა, რითაც ლუდის წარმოების ქართულ ბაზარზე თავისი წილი 15%-მდე გაზარდა.

ნათია თურნავამ კომპანიებს თანამშრომლობის დაწყება მიულოცა.

“ეს არის იმის ნათელი მაგალითი, თუ როგორ იზიდავს საქართველო ევროპულ ინვესტიციებს. ამავე დროს, ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა თვითონ Royal Swinkels – ისთვის, რომ ლუდი საქართველოში აწარმოოს, ჩვენს ქვეყანაში დაასაქმოს მეტი ადამიანი და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების წყალობით, რომელიც საქართველოს აქვს გაფორმებული, საკუთარი პროდუქცია სხვადასხვა ბაზარზე გაყიდოს,”- განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები