მეუფე პეტრე ცაავა: თუ სინოდი რამდენიმე საათში დამთავრდება და დაიხურება, ის ვერანაირად ვერ იქნება სრულყოფილი

თუ სინოდი ტრადიციულად ხვალაც დაიხურება, ის ვერანაირად ვერ იქნება სრულყოფილი, – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ სინოდის სხდომის გამართვამდე ერთი დღით ადრე განაცხადა.

“თუ ხვალინდელი დღე არ დაეთმობა რეგლამენტს და მხოლოდ არსებულ პრობლემურ საკითხებზე შეჯერებას და ტრადიციულად სინოდი ხვალვე, რამდენიმე საათში დამთავრდება და დაიხურება, ის ვერანაირად ვერ იქნება სრულყოფილი. მე ვაპირებ, რომ კანონიკური სამართლის მიხედვით იქნას შესწავლილი ყველა საკითხი და ყველა პიროვნება”, – აღნიშნა მეუფე პეტრემ.

მისივე თქმით, აუცილებელია სინოდმა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეც განიხილოს.

წმინდა სინოდი ხვალ, 31 ოქტომბერს შეიკრიბება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები