ცისანა შარტავა: პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სავსებით მისაღებია
პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სავსებით მისაღებია, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ განაცხადა.
“პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალური, სავსებით მისაღებია. გაციების მერე ყველაფერი ალაგდა. ხვალ ან ზეგ შეიძლება ანალიზები ავუღოთ, მაინც ექიმების დაკვირვების ქვეშ იქნება, დაძაბული დღეების შემდეგ მაინც, რომ ვნახოთ. მისი ცხოვრების განრიგში არაფერი შეცვლილა”, – აღნიშნა შარტავამ.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქი, სეზონური გრიპის ვირუსის გამო, საკვირაო ქადაგებას არ დასწრებია.