ლევან დავითაშვილი: ბიძინა ივანიშვილის ყველა დაპირება, მისი ნათქვამი და საქმე ერთი და იგივეა
ბიძინა ივანიშვილის ყველა დაპირება, მისი ნათქვამი და საქმე ერთი და იგივეა, რაც მან თქვა, შეასრულა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, წყლის მდგრადი მართვის მიმართულებით საქართველოს მიღწევების შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, წყალტუბო დასავლეთ საქართველოს განვითარების ლოკომოტივი გახდება.
“წყალტუბო იქნება რეგიონული ცენტრი, ის გახდება მთელი დასავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით კი, იმერეთის რეგიონის განვითარების ძირითადი ლოკომოტივი ისევე, როგორც აბასთუმანის პროექტი სამცხე-ჯავახეთისთვის. ბოლო წლებში ბიძინა ივანიშვილი უმსხვილესი ინვესტორია იმ სფეროში, სადაც ქვეყანას განვითარება სჭირდება. ვფიქრობ, ყველა ეს ისტორიული პროექტი განხორციელდება წარმატებით. მოკლე დროში როგორც წყალტუბოში, ისე სამცხე-ჯავახეთში ჩვენ მივიღებთ აბსოლუტურად განსხვავებულ რეალობას, “- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, გაავრცელა განცხადება, რომელშიც წყალტუბოს აღორძინების პროექტზეა საუბარი.