შალვა თადუმაძე: როცა ვხედავთ დაწყების საფუძველს, მაშინ ვიწყებთ გამოძიებას

როცა ვხედავთ დაწყების საფუძველს, მაშინ ვიწყებთ გამოძიებას, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

მისი თქმით, პრემიერთან შეხვედრა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს და ეს დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს.

“ინფორმაციაზე, რომელიც რეალობას არის მოკლებული, ბუნებრივია, გამოძიება არ უნდა დაიწყოს. ეს კანონით არის განსაზღვრული. ამ სახის ინფორმაციაზე გამოძიება არასოდეს, არცერთ ქვეყანაში არ იწყება. განცხადებები, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს და შემდეგ ის პირები, რომლებზეცაა ეს განცხადებები, ამ ინფორმაციას უარყოფენ. ბუნებრივია, ეს გამოძიების საფუძველი არ არის, არასოდეს არ ყოფილა, არც ახლა არის და არც მომავალში არ იქნება. ადამიანი, რომელზეც ამბობენ, რომ მას ფულს სძალავდნენ და ის ადამიანი ამბობს, რომ მე ფულს არ მძალავდნენ, ეს უკვე დადგენილია, რომ დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს. მაშინ, როდესაც განცხადებები, რომელიც ვრცელდებოდა, არ შეესაბამება რეალობას, გამომდინარე იქიდან, რომ იმ დროს, ის ადამიანები იმ თანამდებობებს არ იკავებდნენ და ფაქტები, რომლებიც სხვა შემთხვევაში მოხდა, იმ დრომდე იყო მომხდარი, ბუნებრივია, ასეთი ინფორმაცია გონივრულობის სტანდარტს ვერ გადალახავს. შესაბამისად, აღნიშნული სახის ინფორმაციებზე გამოძიება არ იწყება. პრემიერთან შეხვედრა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს და ეს დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს. თქვენ ამბობთ, რომ მიიჩნეოდა, მაგრამ არ მიიჩნევა, არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს, ამის არცერთი ინფორმაცია არ არსებობს უტყუარი, შესაბამისად, გამოძიება ბოდვებზე ვერ დაიწყება“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

ცნობისთვის, 3 დღის წინ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა, ტელეკომპანია “პირველის“ ეთერში ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები