როდის ექნება საქართველოს ანტიდემპინგური კანონი – კანონპროექტის განხილვა ისევ გადაიდო

ანტიდემპინგური კანონის განხილვა პარლამენტში ერთი თვით გადაიდო.”ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ” კანონპროექტის განხილვა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ერთი თვით გადადო. მიზეზად კაკულიამ კანონქვემდებარე აქტების გაურკვევლობა დაასახელა.

„ჩვენ სამი კანონქვემდებარე აქტი გვაქვს, რომელებიც წინასწარ არ ვიცით რას გულისხმობს.ასე გაჭირდება გადაწყვეტილების მიღება. არ ვიცით წინასწარი მოკვლევის წესი როგორია,გაურკვეველია წინასწარი ტარიფის წესი როგორ განისაზღვრება და მოკვლევის წესი როგორია, ეს სამივე კანონქვემდებარე აქტია“-განაცხადა კაკულიამ.
შეგახსენებთ,რო ანტიდემპინგურ კანონმდებლობაზე საქართველოს მთავრობა 2014 წლიდან მუშაობს. თუმცა მისი მიღება აქამდე ვერ მოხერხდა. ბიზნესის წარმომადგენელთა მოსაზრებები ანტიდემპინგურ კანონთან დაკავშირებით ორ ნაწილადაა გაყოფინი. ნაწილი მისი მიღების მომხრეა და აცხადებს,რომ ამით ადგილობრივი წარმოება უფრო დაცული და კონკურენტუნარიანი იქნება. ნაწილის მოსაზრებით ანტიდემპინგირი კანონი ფასების ზრდას და იმპორტიორთა საქმიანობის გართულებას გამოიწვევს. ამ აზრთა სახვადასხვაობის მიუხედავად მთავრობას კანონის ძალაში შესვლა 2020 წლის 1 იანვრიდან სურს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები