საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 95,8 მლნ. ლარი შეადგინა

საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 95,8 მლნ. ლარი შეადგინა. საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 36,9 პროცენტი ამანათების მიწოდებიდან მიღებულ შემოსავალს წარმოადგენს, რომლის 81,3 პროცენტი მოდის საერთაშორისო გზავნილებზე, ხოლო 18,7 პროცენტი – ადგილობრივ გზავნილებზე.

2018 წელს საქართველოში საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული 65ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა, რომელთა 87,7 პროცენტი ქალაქ თბილისში, ხოლო 7,8 პროცენტი – აჭარის, 1,5 პროცენტი – იმერეთის, 1,5 პროცენტი – ქვემო ქართლის და 1,5 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონებშია განთავსებული.

საქსტატის კვლევების თანახმად, 2018 წლისგანმავლობაში გაგზავნილია 6114,2 ათასი წერილობითი კორესპონდენცია და 2403,7 ათასი ამანათი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები